თებერვალში, საქართველოს საწვავის საცალო ქსელში ფასების კლება დაფიქსირდა. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, თებერვლში მოხდა საწვავის ფასის კლება ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე საშუალოდ 2-6 თეთრით ლიტრზე. კერძოდ, დღეისათვის საწვავის საშუალო საცალო ფასები საქართველოს საცალო ქსელში ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე შეადგენს: რეგულარი ტიპის ბენზინი - 2,13-2,28 ლარი/ლიტრაზე (კლება 4-6 თეთრით/ლიტრაზე), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 2,27-2,40 ლარი/ლიტრაზე (კლება 2 თეთრით/ლიტრაზე), სუპერი ტიპის ბენზინი - 2,37-2,52 ლარი/ლიტრაზე (კლება 2 თეთრით/ლიტრაზე), ევრო დიზელის საწვავი - 2,25-2,40 ლარი/ლიტრაზე (კლება 3-4 თეთრით/ლიტრაზე).
აღსანიშნავია ასევე საქართველოს ეროვნული ვალუტის - ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში. თებერვალში ლარი მცირედით გამყარდა. კერძოდ, თებერვლის დასაწყისში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში შეადგენდა 2,4962 ერთეულს და თვის ბოლოს მისი გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში შეადგენდა 2,4795 ერთეულს.