რუსეთის ლიდერმა, ვლადიმერ პუტინმა NBC-სთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის აზრი თითქოს რუსეთი ერეოდა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 2016 წელს აშშ-ში ჩატარდა, სისულელეა.
მან ხაზი გაუსვა, რომ ამერიკის მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აირჩია გარკვეული პოზიცია ქვეყანაში და ფსონი დადო იმ ადამიანებზე, რომლებიც მზად იყვნენ მისი იდეებისთვის მხარდასაჭერად.
„სწორედ ესაა მთავარი მიზეზი გამარჯვების და არა რაიმე სახის ჩარევა გვერდიდან. ეს სისულელეა. ნუთუ ვინმეს სჯერა ამის, რომ რუსეთი, რომელიც ათასობით კილომეტრის მოშორებითაა, ორი სამი რუსის დახმარებით, როგორც თქვენ აცხადებთ, რომელიც მე არც ვიცი, ჩაერივნენ და გავლენა იქონიეს არჩევნების შედეგებზე? თავად მაინც არ გეცინებათ ამაზე?“ - განაცხადა პუტინმა ინტერვიუში.
ცნობისთვის, ამერიკულ კონგრესში დაწყებულია დამოუკიდებელი კვლევა ამ საკითხთან დაკავშირებით. მსგავსი კვლევა აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერაც მიმდინარეობს.