ENG / RUS       12+

ყველა სიახლე

  •  მაშველებმა 12 საათის განმავლობაში ურეკში 52 ადამიანის გადარჩენა შეძლეს

    მაშველებმა 12 საათის განმავლობაში ურეკში 52 ადამიანის გადარჩენა შეძლეს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე მაშველებმა ურეკში, შავი ზღვის სანაპირო ზოლის კილომეტრნახევრიან მონაკვეთზე, 12 საათის განმავლობაში, 52 მოქალაქის გადარჩენა შეძლეს. მათ შორის იყო საქართველოს 25 და უცხო ქვეყნის 27 მოქალაქე. შსს-ს მაშველების პროფესიონალური და ოპერატიული რეაგ...

    19 აგვისტო 2017, 12:04
  • მაკკეინმა ქიმიოთერაპიის პირველი კურსი გაიარა

    მაკკეინმა ქიმიოთერაპიის პირველი კურსი გაიარა

    სენატორმა ჯონ მაკკეინმა ქიმიოთერაპიის პირველი კურსი ჩაიტარა. ამის შესახებ სააგენტო Reuters იტყობინება. თავის ტვინში სიმსივნე მაკკეინს ერთი თვის წინ აღმოუჩინეს. ივლისის ბოლოს კი ცნობილი გახდა, რომ ქიმიოთერაპიის კურსს სენატორი არიზონას კლინიკაში გაივლიდა.  

    19 აგვისტო 2017, 11:58
  • სიდნეის მაღაზიაში ავტომობილი შევარდა

    სიდნეის მაღაზიაში ავტომობილი შევარდა

    სიდნეის ერთ-ერთ მაღაზიაში ავტომობილი შევარდა. ამის შესახებ ABC Sydney იტყობინება. ინციდენტის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. პოლიცია მომხდარს უბედურ შემთხვევად აფასებს და ტერაქტის ვერსიას გამორიცხავს.  

    19 აგვისტო 2017, 11:46
  • აშშ სირიაში დარჩენას არ აპირებს

    აშშ სირიაში დარჩენას არ აპირებს

    შეერთებული შტატები სირიაში სამუდამოდ დარჩენას არ აპირებს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჰიზერ ნოიერტმა განაცხადა. მისივე თქმით, ამერიკული კონტინგენტი სირიას მას შემდეგ დატოვებს, რაც „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფება დამარცხდება.  

    19 აგვისტო 2017, 11:32
  • თუ ხართ რასისტი, სექსისტი ან ჰომოფობი, ნუ შემოხვალთ აქ - წარწერა თბილისში მდებარე მაღაზიაზე

    თუ ხართ რასისტი, სექსისტი ან ჰომოფობი, ნუ შემოხვალთ აქ - წარწერა თბილისში მდებარე მაღაზიაზე

    თუ ხართ რასისტი, სექსისტი, ჰომოფობი ან ნაძირალა, აქ ნუ შემოხვალთ, - ასეთი წარწერა დაგხვდებათ თბილისში, ბარნოვის 45 ნომერში მდებარე ტანსაცმლის მაღაზიის ვიტრინაზე.ანალოგიური წარწერა წინა წელს ბათუმის სანაპიროზეც გაჩნდა, სადაც ადამიანებს, რომლებსაც სხვა ადამიანი რასის, სქესის ან სექსუალური ორიენტაციის გამო სძულთ,...

    19 აგვისტო 2017, 11:31
  • ბათუმში აფეთქების შედეგად დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

    ბათუმში აფეთქების შედეგად დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

    ბათუმში მომხდარი აფეთქებისას დაშავებული მამაკაცი დღეს დილით დამწვრობის ცენტრში გარდაიცვალა. მას სიცოცხლესთან შეუსაბამო, სხეულის 90 %-იანი დამწვრობა ჰქონდა. ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გუშინ, ბათუმიდან თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადმოიყვანეს. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ...

    19 აგვისტო 2017, 11:24
  • ნუცუბიძის მე-4 პლატოზე სატვირთო მანქანა ლამპიონს შეეჯახა

    ნუცუბიძის მე-4 პლატოზე სატვირთო მანქანა ლამპიონს შეეჯახა

    თბილისში, ნუცუბიძის მე-4 პლატოზე სატვირთო მანქანა ლამპიონს შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, სატვირთო მანქანის მძღოლი დაშავებულია, მას სხეულის მრავლობითი დაზიანება აღენიშნება. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. შეჯახების შედეგად გასკდა წყლის მილი, ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური. შინაგან საქმეთა სამი...

    19 აგვისტო 2017, 10:49
  • ისნის ბაზრობაზე 1 200 კვადრატული მეტრის ფართობი დაიწვა

    ისნის ბაზრობაზე 1 200 კვადრატული მეტრის ფართობი დაიწვა

    ისნის ბაზრობაზე, ე.წ. დაშლილების ტერიტორიაზე, სადაც მეორად ავტონაწილებს ჰყიდიან, გვიან ღამით ხანძარი გაჩნდა. როგორც „ჯი-ეიჩ-ენ-ს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ამ მომენტისათვის ხანძარი მთლიანად ლოკალიზებულია. „ხანძარი ლიკვიდირებულია. პრევენციის მიზნით, მთელი ღამის ...

    19 აგვისტო 2017, 10:39
  • ქართველმა სპორტსმენმა პოლიციელებმა აშშ-დან 6 ოქროს და 8 ვერცხლის მედალი ჩამოიტანეს

    ქართველმა სპორტსმენმა პოლიციელებმა აშშ-დან 6 ოქროს და 8 ვერცხლის მედალი ჩამოიტანეს

    შს სამინისტროს თანამშრომლებმა აშშ-ში, „მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტული ოლიმპიადა 2017“-ზე, სპორტის სხვადასხვა სახეობაში 14 მედალი მოიპოვეს - 6 ოქროს და 8 ვერცხლის. გამარჯვებულ სპორტსმენ პოლიციელებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით ვარდიაშვილი, შსს-ს სხვადასხვა დეპარტამენტის ხ...

    19 აგვისტო 2017, 10:38
  • ტრამპის ფსიქიატრთან წაყვანას მოითხოვენ

    ტრამპის ფსიქიატრთან წაყვანას მოითხოვენ

    დონალდ ტრამპს სამედიცინო და ფსიქიატრიული გამოკვლევა უნდა ჩაუტარდეს. შესაბამისი ინიციატივით წარმომადგენელთა პალატის წევრი ზო ლოფგრენი გამოვიდა. მისი მტკიცებით, თეთრი სახლის ლიდერს შესაძლოა გუნებასუსტობის საწყისი სტადია ჰქონდეს, რაც მას პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებაში ხელს შეუშლის.  

    19 აგვისტო 2017, 10:19
  • ბენონი ძველ სამსახურს დაუბრუნდა

    ბენონი ძველ სამსახურს დაუბრუნდა

    სტივენ ბენონი ძველ სამსახურში დაბრუნდა. ის Breitbart News-ის რედაქციაში მივიდა და თანამშრომლებს თათბირი ჩაუტარა. მთავარი სტრატეგი, თანაშემწე და მრჩეველი დონალდ ტრამპმა სამსახურიდან გუშინ დაითხოვა. 

    19 აგვისტო 2017, 09:54
  • ლიბანის არმიამ ისლამისტებზე იერიში მიიტანა

    ლიბანის არმიამ ისლამისტებზე იერიში მიიტანა

    ლიბანის არმია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთო. ოპერაცია ლიბანისა და სირიის საზღვარზე დაიწყო. არმიის შენაერთებმა იერიში ქრისტიანულ დასახლება რას-ბაალბექის სიახლოვეს გამაგრებულ ისლამისტთა ჯგუფზე მიიტანა. „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების წინააღმდეგ არტილერია და ავიაციაც გა...

    19 აგვისტო 2017, 09:49
  • თბილისში, ისნის ბაზრობაზე ძლიერი ხანძარია

    თბილისში, ისნის ბაზრობაზე ძლიერი ხანძარია

    ცეცხლი უკიდია ბაზრობის მიმდებარედ ბაზრობას ავტომობილების ნაწილების ბაზრობას. ჯერჯერობით უცნობია, რა ოდენობის ფართობია დამწვარი. ასევე, უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.ადგილზე მობილიზებული არიან სახანძრო ბრიგადები. 

    19 აგვისტო 2017, 05:41
  • შვედეთმა 106 წლის ლტოლვილს თავშესაფარზე უარი უთხრა

    შვედეთმა 106 წლის ლტოლვილს თავშესაფარზე უარი უთხრა

    ავღანელ ლტოლვილს, 106 წლის ბიბიალ უზბეკის, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმულ ლტოლვილად ითვლება, შვედეთმა თავშესაფარზე უარი უთხრა. ამის შესახებ ინტერნეტ-პორტალი Blankspot იტყობინება. მოხუცმა ქალბატონმა კუნდუზის პროვინცია 2015 წელს ქალიშვილთან ერთად დატოვა, მას შემდეგ, რაც კუნდუზი თალიბებმა დაიკავეს. თავიდან დედა-შვილ...

    19 აგვისტო 2017, 00:27
  • კიევი სევასტოპოლში პუტინის ვიზიტს აპროტესტებს

    კიევი სევასტოპოლში პუტინის ვიზიტს აპროტესტებს

    რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტს ანექსირებულ სევასტოპოლში ოფიციალური კიევი აპროტესტებს. საგანგებო განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა. კლიმკინის უწყება პუტინს საერთაშორისო ნორმების დარღვევაში ადანაშაულებს. კიევმა მოსკოვს საპროტექტო ნოტა უკვე გაიგზავნა. ე.წ. „სამუშაო ვიზიტით“ პუტინი სე...

    19 აგვისტო 2017, 00:17