ENG / RUS       12+

ყველა სიახლე

  •  5 სექტემბერს აჭარა „ბათუმი-მოგილიოვის“ ბიზნესფორუმს უმასპინძლებს

    5 სექტემბერს აჭარა „ბათუმი-მოგილიოვის“ ბიზნესფორუმს უმასპინძლებს

    3 სექტემბერს აჭარას ბელორუსიის რესპუბლიკის მოგილიოვის ოლქის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ვლადიმირ დომანევსკი და ამავე ოლქის სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორი გენადი ჩორნი სამთავრობო და ბიზნეს დელეგაციასთან ერთად  ეწვევა. აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, დაგეგმილია მათი მონაწილეობ...

    30 აგვისტო 2017, 16:30
  • დიდუბის მეტროსთან ახლოს, რკინიგზის ხაზთან ხანძარია

    დიდუბის მეტროსთან ახლოს, რკინიგზის ხაზთან ხანძარია

    თბილისში, დიდუბის მეტროსთან ახლოს, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რკინიგზის ხაზთან ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებული.ხანძრის მასშტაბი, ჯერჯერობით, უცნობია.

    30 აგვისტო 2017, 16:28
  • საქართველოდან „ოსკარზე“ უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაზე „საშიში დედა“ გაიგზავნება

    საქართველოდან „ოსკარზე“ უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაზე „საშიში დედა“ გაიგზავნება

    აშშ-ის კინოაკადემიის დაჯილდოვების 90-ე ცერემონიალზე, უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში წარსადგენად საქართველოდან ანა ურუშაძის ფილმი,"საშიში დედა" გაიგზავნება.  "საშიში დედა", რომელშიც მთავარ როლს ნატა მურვანიძე ასრულებს, აკრძალვებსა და სტერეოტიპებზე, მორალურ ნორმებსა და სოციალურ პასუხისმგებლობაზე მოგვითხრ...

    30 აგვისტო 2017, 16:20
  • უკრაინა თავდაცვის ხარჯებს ზრდის

    უკრაინა თავდაცვის ხარჯებს ზრდის

    უკრაინის თავდაცვის ბიუჯეტი მომავალ წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 5 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსანდრ ტურჩინოვმა განაცხადა. მისივე თქმით, 2018 წელს თავდაცვაზე უკრაინა 162,7 მილიარდ გრივენს დახარჯავს.

    30 აგვისტო 2017, 16:12
  • საქართველო მსოფლიო გიდების ასოციაციების კონგრესს უმასპინძლებს

    საქართველო მსოფლიო გიდების ასოციაციების კონგრესს უმასპინძლებს

    2019 წლის იანვარში საქართველო მსოფლიო გიდების ასოციაციების კონგრესს უმასპინძლებს. დეტალების შესათანხმებლად და მასშტაბური კონგრესისთვის მზადყოფნის შესასწავლად ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მსოფლიო გიდების ასოციაციის ფედერაციის პრეზიდენტი და ბორდის სხვა წევრები იმყოფებიან. სტუმრები თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებს, მა...

    30 აგვისტო 2017, 16:10
  • 15 წელი ისტორიული მოვლენიდან

    15 წელი ისტორიული მოვლენიდან

    არ დარჩენილა საინფორმაციო საშუალება მსოფლიოში ამ მოვლენას, რომ არ შეხებოდა (სი-ენ-ენ-ი, ბი-ბი-სი, ასოშიეიტედ პრესი, როიტერსი, სკაი ნიუსი და სხვ.). სი-ენ-ენ-მა მთავარი გმირი მონათლა ახალი თიკუნითაც - „ადამიანი-დელფინი“. მსოფლიოს 2002 წლის 30 აგვისტოს მოედო სენსაციური ცნობა: ისტორიკოსმა 56 წლის ჰენრი კუპრაშვილმა,...

    30 აგვისტო 2017, 16:08
  • დემირელის კოლეჯში უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე  ინფორმაცია ყალბდებოდა - გია მურღულია

    დემირელის კოლეჯში უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ინფორმაცია ყალბდებოდა - გია მურღულია

    ავტორიზაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე გია მურღულია აცხადებს, რომ დემირელის კოლეჯში უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე  ინფორმაცია ყალბდებოდა. საზოგადოებრივს გია მურღულიამ განუცხადა, ასევე რომ დემირელის კოლეჯში 361 ბავშვი სწავლობდა, სკოლის ჟურნალებში კი 476 მოსწავლეა რეგისტრირებული. ერთი აღმაშფოთებელი ფაქტი ...

    30 აგვისტო 2017, 16:07
  • ყველაზე მდიდარი რუსული ოჯახების რეიტინგი

    ყველაზე მდიდარი რუსული ოჯახების რეიტინგი

    ჟურნალმა Forbes-მა რუსეთის ყველაზე მდიდარი ოჯახების სია გამოაქვეყნა. რეიტინგში პირველ ადგილს გუცერიევების ოჯახი იკავებს. მათი ქონება 9,91 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. მეორე ადგილზე 4,2 მილიარდით როტენბერგების ოჯახია, მესამე პოზიციაზე კი 2,7 მილიარდით ანანიევების ოჯახი გავიდა.  

    30 აგვისტო 2017, 16:07
  • კლიჩკომ წიგნი გამოსცა

    კლიჩკომ წიგნი გამოსცა

    უკრაინელმა მოკრივემ ვლადიმერ კლიჩკომ წიგნი გამოსცა. პრეზენტაცია 29 აგვისტოს ბერლინში გაიმართა. კლიჩკოს ნაშრომი  Challenge Management გერმანულ ენაზე გამოიცა. 41 წლის მოკრივემ სპორტული კარიერა უკვე დაასრულა. ის კორპორატიულ დიზაინში აპირებს მუშაობის გაგრძელებას.

    30 აგვისტო 2017, 16:04
  •  ნიქოზში ანიმაციური ფილმის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება

    ნიქოზში ანიმაციური ფილმის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება

    1-7 სექტემბერს, ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ნიქოზში, გაიმართება რიგით მე-7 ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ნიქოზი”, რომელსაც პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ წარმომადგენლები დაესწრებიან და დაინტერესებულ პირებს პროგრამის დეტალებსა და მექანიზმებს გააცნობენ. ფესტივალმა, რომე...

    30 აგვისტო 2017, 16:03
  • მსოფლიო ჩემპიონი კრივში ანჟელიკ დიუშმანი გულის შეტევით გარდაიცვალა

    მსოფლიო ჩემპიონი კრივში ანჟელიკ დიუშმანი გულის შეტევით გარდაიცვალა

    მსოფლიო ჩემპიონი კრივში, ფრანგი ანჟელიკ დიუშმანი 26 წლის ასაკში გარდაიცვალა. სპორტსმენმა ვარჯიშის დროს თავი შეუძლოდ იგრძნო და გონება დაკარგა. მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს. მაისში დიუშმანი მსოფლიო ჩემპიონი გახდა და ოქტომბერში მორიგი ორთაბრძოლისთვის ემზადებოდა.

    30 აგვისტო 2017, 16:01
  • კიევში მოსკოველი ჟურნალისტი გაიტაცეს

    კიევში მოსკოველი ჟურნალისტი გაიტაცეს

    კიევში რუსი ჟურნალისტი გაიტაცეს. ამის შესახებ სააგენტო ,,რია ნოვოსტ" იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ანა კურბატოვა დღეს დილით გაუჩინარდა. ორი დღის წინ რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი უკრაინულ საიტ „მირატვორეცის“ ბაზაში მოხვდა. ის ტენდენციური სიუჟეტების მომზადებაში დაადანაშაულეს. სხვა დეტალები ჯერჯერობ...

    30 აგვისტო 2017, 15:57
  • ქედის ტურისტულ საინფორმაციო ცენტრში პირველი აგროპედია დამონტაჟდა

    ქედის ტურისტულ საინფორმაციო ცენტრში პირველი აგროპედია დამონტაჟდა

    ქედაში ტურისტულ საინფორმაციო ცენტრში პირველი აგროპედია დამონტაჟდა. აგროპედია წარმოადგენს აგრო-ბიბლიოთეკას, რომელიც მოთავსებულია ე.წ. თაჩ სქრინში, სადაც მოცემულია 1000-მდე სტატია და მასალა სხვადასხვა აგრო ღონისძიებისა თუ სერვისის შესახებ. იგი საპილოტე-სადემოსტრაციო პროექტია, რომელიც ქედის მუნიციპალიტეტში დამონტაჟდებ...

    30 აგვისტო 2017, 15:53
  • აბასთუმანში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ქართულ დანაყოფებთან ერთად, უკრაინის, აზერბაიჯანის, თურქეთის და ირანის ავიაცია ჩაერთვება

    აბასთუმანში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ქართულ დანაყოფებთან ერთად, უკრაინის, აზერბაიჯანის, თურქეთის და ირანის ავიაცია ჩაერთვება

    აბასთუმანში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ქართულ დანაყოფებთან ერთად, უკრაინის, აზერბაიჯანის, თურქეთის და ირანის ავიაცია ჩაერთვება. პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ, საქართველოში უკრაინული სამაშველო თვითმფრინავი გამოფრინდა, რომელიც ხანძ...

    30 აგვისტო 2017, 15:50
  • თბილისის მერია სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დასაფინანსებლად საბუთებს 1-ლი სექტემბრიდან მიიღებს

    თბილისის მერია სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დასაფინანსებლად საბუთებს 1-ლი სექტემბრიდან მიიღებს

    თბილისის მერია სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დასაფინანსებლად პირველი სექტემბრიდან საბუთების მიღებას იწყებს. სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდებიან ქალაქ თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი სტუდენტები, რომელთა სარეიტინგო...

    30 აგვისტო 2017, 15:42