საპოლიციო ძალებმა პარლამენტთან აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო. ადგილზე მათ რამდენიმე მოქალაქე უკვე აიყვანეს. მომიტინგეების დაკავება გრძელდება. პარალელურად, სპეციალური დანიშნულების რაზმმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდა დაიწყო. ისინი დემონსტრანტების დასაშლელად ე.წ გაზის კაფსულებს იყენებენ. ...
სამართალდამცველები პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს იყენებენ. მოქალაქეებს წინასწარ აფრთხილებდნენ, რომ გამოყენებული იქნებოდა წყლის ჭავლი. ამ დროისთვის წყლის ჭავლის მანქანა დგას ჭიჭინაძის ქუჩაზე და აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ დაიშალონ. ამასთან, რამდენიმე წუთის წინ შსს-...
შსს განცხადებას ავრცელებს, რომელშიც მიუთითებს, რომ აქცია გასცდა კანონით დადგენილ ნორმებს. “რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, წინა დღეების მსგავსად აქციის მონაწილე გარკვეული ჯგუფების მხრიდან მალევე დაფიქსირდა ძალადობრივი ქმედებები, რაც გამოიხატება პარლამენტის წინა შესასვლელთან განლა...
მიუხედავად სამინისტროს მოწოდებისა, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია გასცდა მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს, რის გამოც შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის მოძალადე ჯგუფის წევრების მიმართ გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადე...
2024 წლის 2 დეკემბერს, გაიმართა სატელეფონო საუბარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიჭშვილსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვს შორის. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და ამ პოზიციაზე ...
გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბარში ქართული სამოქალაქო საზოგადოების მიმართ სოლიდარობა გამოხატა და აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობა დაგმო, - ამის შესახებ შტაინმაიერის სპიკერი, სერსტინ გამელინი X-ზე წერს. "საქართველოს მთავრობა ევროკავშირისკენ მიმა...
ვემიჯნები ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტის გადაწყვეტილებას, ვგმობ ძალადობას" - ამის შესახებ თბილისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორი, თამუნა კაპანაძე სოციალურ ქსელში წერს. "11 წელია ვარ თბილისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორი, ჩემს ხელში გაიზარდა ათასობით მოსწავლე . მე ამ...
შსს პარლამენტთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე, პროტესტის მონაწილეებისგან უკვე შეინიშნება პროტესტის არაკანონიერად გამოხატვის შემთხვევები. შეკრებილთა ნაწილი აზიანებს ადგილზე არსებულ ინფრასტრუქტურას, ასევე, აქციის მონაწილე...
შსს-ს ცნობით, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, 1972 წელს დაბადებულმა დ.ლ.-მ 1-ელ დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის დროს, შსს-ს თანამშრომლების მიმართულებით ე.წ.მოლოტოვის კოქტეილი ისროლა, რის შ...
აქციის დაწყებისთანავე, 19:00 საათზე, სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა. გარდა ამისა, იქ შეკრებილები აცხადებენ, რომ სპეცრაზმმა გამოიყენა ცრემლსადენი გაზიც. მოქალაქეები ადგილზე რჩებიან. მათ სხვადასხვა ლოკაციიდან უერთდებიან აქციის ის მონაწილეებიც.
ბათუმში, ევროპის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ახალგაზრდებმა საქართველოს და ევროკავშირის დროშები გაშალეს. ისინი აცხადებენ, რომ საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლას აგრძელებენ. „მოქალაქეები ერთიანები არიან და იბრძვიან ევროპული მომავლისთვის. მეხუთე დღე მიმდინარეობს პროტესტი, რომელიც არ და...
ჩვენ სანქციებს იმ ფიზიკურ პირებსა და ბიზნეს სუბიექტებს დავუწესებთ, რომლებიც ან ადამიანის უფლებების დარღვევაში ან კორუფციაში არიან ჩართულნი, - ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჯოლიმ ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე...
"ქართული ოცნების" ყოფილი წევრი, მარიამ ჯაში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და წერს, რომ გამოსავალი ვადამდელი სამართლიანი არჩევნების დანიშვნაა. "2019 წლის ნოემბერში, ზუსტად 5 წლის წინ, დავტოვე საქართველოს პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი, როგორც კი გამოჩნდა ქვეყნის სტრ...
„თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების“ დირექტორი ნინია მაჭარაშვილი ამბობს, რომ თბილისის მერიამ თანამდებობის დატოვება მოსთხოვა, თუმცა ამბობს, რომ თავად განცხადების დაწერას არ აპირებს. გაერთიანების დირექტორის გათავისუფლების მოთხოვნის მიზეზი გახდა 30 ნოემბერს, ორგანიზაციის ოფიციალურ ...
ახალგაზრდები შეიძლება არიან, მაგრამ მათ გულწრფელობაში სერიოზულად მეპარება ეჭვი, თუმცა მათ თუ აქვთ სურვილი, აბსოლუტურად მზად ვარ, ჩვენ მზად ვართ, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, როგორია მისი პოზიცია მიხეილ ჯანელიძისა და თინათინ ხიდაშელის მხრიდან საჯარო დისკუსიის...