BBC-ის საგამოძიებო რეპორტაჟთან დაკავშირებით სუსში გამოკითხვაზე აკადემიკოსი გიორგი ჩახუნაშვილიც დაიბარეს. ამის შესახებ პედიატრი კონსტანტინე ჩახუნაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„მამაჩემიც დაიბარეს, დღეს ჩაბარდება უწყება“, - წერს კონსტანტინე ჩახუნაშვილი.
BBC-ის მიერ მომზადებულ მასლასთან დაკავშირებით მაგისტრატი მოსასამართლის თანდასწრებით გამოძიების კითხვებს უპასუხა თავად კონსტანტინე ჩახუნაშვილმა. მაგისტრატი მოსამართლის წინაშე პასუხობს, ამ წუთებში, გამოძიების კითხვებს მისი ძმა დავით ჩახუნაშვილი.
BBC-ის საგამოძიებო მასალის მიხედვით, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციების დასაშლელად ნივთიერება „კამიტე” გამოიყენეს, რომლის გამოყენება ბოლოს I მსოფლიო ომის დროს მოხდა. BBC-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტში საუბარი იყო გამოყენებული ნივთიერების გავლენაზე და მასთან დაკავშირებით ექიმების კვლევის შედეგებზე. BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. ეს მუხლებია: - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.