„ჯარისკაცს მთავარსარდალი არ უნდა მოუშალო“,-განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა გორში გამართულ კონსტიტუციის პროექტის განხილვაზე. მან ახალ პროექტში პრეზიდენტის, როგორც მთავარსარდლის ფორმალურ როლზე გააკეთა აქცენტი. „ყველაზე მეტად მე რაც მაწუხებს, ეს არის მთავარსადრდლის ფუნქცია. ქართული ჯარ...
ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილ საკანონმდებლო აქტს ეხმაურება, რომლის თანახმადაც, ამერიკის ბიუჯეტიდან იმ ქვეყნების ფინანსური დახმარების იკრძალება, რომლებიც ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ. „ამერიკის ახალი...
კიევში ნაციონალისტთა ჯგუფმა შინაგან საქმეთა სამინისტროს პიკეტირება დაიწყო. ისინი არსენ ავაკოვს უპირისპირდებიან. აქციაში მონაწილეობას უკრაინელ ნაციონალისტთა ორგანიზაციის, პარტია „თავისუფლებისა“ და „მემარჯვენე სექტორის“ ათობით აქტივისტი იღებს. ისინი დაკავებული თანამებრძოლების და...
11 მაისს, თბილისში, საქართველოს პარლამენტის ბაგრატოვანთა დარბაზში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ დაქვემო სილეზიის სავოევოდოს პარლამენტის (სეიმიკის) თავმჯდომარემ პაველ ვრუბლევსკიმ ორ საკანონმდებლო ორგანოს შორის ურთიერთთანამშრომლობისმემორანდუმს მოაწერეს ხელი. დოკ...
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს (CIA) მიერ 1991 წელს საქართველოში არსებული ვითარების და პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას შესახებ მომზადებული ანალიტიკური მოხსენების ქართულენოვან თარგმანს აქვეყნებს. დოკუმენტები IDFI-ის&nbs...
თურქეთის მთავრობა ვიკიპედიისგან გადასახადების გადახდას მოითხოვს. საგანგებო განცხადება ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრმა ახმეტ არსლანმა გააკეთა. მისი განმარტებით, თუ ინტერნეტ-ენციკლოპედიას თურქეთის ინტერნეტ-სეგმენტში ნორმალური ფუნქციონირება სურს, საგადასახადო დეკლარაცია უნდა წარმოადგინოს და გადასახადები გადაიხადოს. ამასთან...
თანამედროვე მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი SOU Festival 2017 15 მაისიდან - 5 ივლისმდე გაიმართება. წლევანდელი სეზონის სახელია – სხვა ზღვა. სხვა ზღვა- არცერთი კონკრეტული ზღვა არ არის - არც აღმოსავლეთით, არც დასავლეთით. არც შავი, არც სხვა. ეს წარმოსახითი ზღვაა, რომელიც ტერიტორიის გარშემო უკვე არსე...
ჩუღურეთის რაიონში, სარკინეთის ქუჩის მცხოვრებლები ახალი, კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ. 600 კვადრატული მეტრის ფართზე მოხდა ამორტიზებული რიყის ქვის დემონტაჟი, მოეწყო გამაგრების ზოლის ყალიბები, რის შემდეგაც, ქვაფენილის დაგება დაიწყო. მერიის ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა ერ...
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე უკანონო პატიმრობაში მყოფი გიორგი გიუნაშვილის საქმეს განიხილავენ. ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა. იგი იმედოვნებს, რომ მოხდება შეთანხმება საოკუპ...
10 მაისს, თბილისში გაიმართა ორმხრივი საკონსულო კონსულტაციები საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის. ისრაელის დელეგაციას ხელმძღვანელობდა ისრაელის სახელმწიფოს საემიგრაციო სამსახურის გენერალური დირექტორი-ამნონ შმუელი. კონსულტაციებზე, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილეს ისრაელის სახელმწიფოში ა...
ესპანეთში უმუშევრობის მაჩვენებელი რეკორდულად დაეცა. აპრილში რეგისტრირებულ უმუშევართა რაოდენობა 3,57 მილიონს აღწევდა. მარტის მონაცემებთან შედარებით აპრილში 130 ათასამდე ადამიანის დასაქმება მოხერხდა. უმუშევართა დასაქმება ძირითადად სოფლის მეურნეობის, წარმოებისა და სამშენებლო სექტორებში მოხდა. უმუშევრობის ასეთი დაბალ...
კოლუმბიის დედაქალაქში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. ტაქსის მძღოლები ბოგოტაში კომპანია „იუბერის“ წინააღმდეგ გამოვიდნენ. მათი თქმით, მობილურ აპლიკაციებზე აწყობილი სატრანსპორტო სერვისი ტაქსის მძღოლებს სერიოზულ კონკურენციას უწევს. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში „იუბერის“ სერვისი ამოქმედდა, ჩვეულებრივი ...
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე, "საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ ინსტრუქციაში" ცვლილებები განხორციელდა. აღნიშნული ლარიზაციის ღონისძიებების ერთ-ერთი კომპონენტის (მე-10 პუნქტის) შესრულებას ისახავს მიზნად. კერძოდ, ამიერიდან კომერციულ ბანკებს საშუალება ექნებათ მომხმარებელ...
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველო 2017 წლის აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილს 12 მაისს წარადგენენ. NDI -ის ინფორმაციით, პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ქვეყნის საგარეო პოლიტიკასთან და ანტიდასავლურ პროპაგანდასთან დაკავშირებული მიგნებები. კვლევის პ...
გორში, კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე შეკრებილ საზოგადოებას პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მიესალმა და კონსტიტუციური კანონის პროექტის ახალი რედაქციის ძირითადი პრინციპები და ამოცანები გააცნო. „სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ, რომელიც დეკემბერში შეიქმნა და ოთხი თვის განმ...