არასამთავრობო როგანიზაცია CIDA-ს ყოფილი დირექტორის, ზვიად დევდარიანის ადვოკატი, დიმიტრი გაბუნია დღეს, 15:00 საათზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მობილური ტელეფონებიდან მიმოწერების ამოღების და იდენტიფიცირების მიზნით მიმართავს. ამის შესახებ გაბუნიამ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში განაცხადა.
ექპერტიზის პასუხის შემდეგ, დევდარიანი და მისი უფლებადამცველი სამართლებრივ ბრძოლას დაიწყებენ.
ცნობისთვის, ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებენ, თუმცა, ის აღნიშნულ ბრალს არ ეთანხმება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დევდარიანის წინაღმდეგ გამოძიება ადევნების მუხლით დაიწყო.