დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი საარჩევნო უბანზე, ხმის მისაცემად თავის ძაღლთან ერთად მივიდა.
Sky News-მა ვებგვერდზე გამოაქვეყნა პრემიერის ფოტო თავის ჯეკ რასელ ტერიერთან. ჯონსონმა, დილანი, ძაღლების თავშესაფრიდან სექტემბერში წაიყვანა.
სოციალურ ქსელ Twitter-ზე ჰეშთეგით "ძაღლები საარჩევნო უბნებზე", ბრიტანელები აქვეყნებენ ფოტოებს გაერთიანებული სამეფოს უბნებიდან. ფოტოებზე აღბეჭდილნი არიან ძაღლები, რომლებიც პატრონებს კართან ელოდებიან, ვიდრე ისინი საარჩევნო უბნებზე ხმას აძლევენ.
ამავე ჰეშთეგით Twitter-ზე გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერი ლონდონის მერმა სადიკ ხანმაც.
"მე ვარ სადიკ ხანი, ლონდონის მერი და მე ხმას ვაძლევ. თქვენც იჩქარეთ", - ამბობს ხანი და ხელში ლაბრადორი ლუნა უჭირავს. ლონდონის მერმა ასევე დაწერა: "ლუნა ამბობს: ხმა მიეცით ლეიბორისტებს“.
დიდ ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დღეს იმართება.
ვადამდელი არჩევნები მას შემდეგ დანიშნა, რაც პრემიერის ყველა მცდელობა 31 ოქტომბრისთვის ევროკავშირის დატოვების შესახებ წარუმატებლად დასრულდა.
პრემიერი იმედოვნებს, რომ პარლამენტის ახალი შემადგენლობა Brexit-ის შეთანხმებას მხარს დაუჭერს.
მოსალოდნელია, რომ თემთა პალატაში მანდატებისთვის ძირითადი ბრძოლა კონსერვატორებსა და ლეობორისტებს შორის გაიმართება. Sky News-ის პროგნოზით, კონსერვატორებს 650-ადგილიან პარლამენტში 229 ადგილის მოპოვების იმედი აქვთ, ლეობორისტებს კი - 231-ის.