,,სამწუხაროა, რომ სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი აკაკი მინაშვილის ზეგავლენის ქვეშ მოექცა", _განაცხადა სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადების კომენტირებისას.
მისივე განმარტებით, სახალხო დამცველი განცხადებები კონკრეტულ ფაქტებს არ ეფუძნება.
,,ის ვერ დაასახელებს ვერ ერთ ფაქტს, რომ მაყურებლების ინსტიტუტი დღეს უფრო ძლიერი იყოს. პირიქით, ყველა გზა თუ ვინმე გავლენიანი, ქურდული სამყაროს წევრი იყო გადაკეტილია. ეს ინსტიტუტი რომ არსებობდა ამაზე არაერთხელ გაგვიცხადებია ოღონდ ეს ინსტიტუტი იყო ძლიერი მაშინ, როდესაც მასთან თანამშრომლობა ციხის. ადმინისტრაცია. ძველი ხელისუფლება, მათ იყენებდა სხვა პატიმრების დასასჯელად. უჩა ნანუაშვილი, როცა ფაქტების გარეშე ლაპარაკობს, ეს ძალიან სამწუხაროა", _განაცხადა სოზარ სუბარმა.
შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველი ხელისუფლებას მოუწოდებს მაყურებლების წინააღმდეგ უფრო სერიოზულად მუშაოს.
,, ციხეებში მაყურებლების ინსტიტუტი წლების განმავლობაში არსებობდა, მიმდინარე წელს შეინიშნებოდა აღნიშნული ინსტიტუტის გაძლიერება და ამის კონკრეტული ფაქტები არსებობს. საჭიროა ამ გამოვლინებასთან ბრძოლა და ხელისუფლებამ უფრო მეტი ნაბიჯი უნდა გადადგას იქითკენ, რომ კონკრეტული ფაქტები გამოვლინდეს და შესაბამისად დაისაჯოს. ნაბიჯები რომელიც ამ მიმართულებით არის გადადგმული, ვფიქრობ, საკმარისი არ არის, უფრო მეტი და სერიოზული ბრძოლაა საჭირო ამ ინსტიტუტის წინააღმდეგ", _განაცხადა ნანუაშვილმა.