მზად ვართ დახმარებისთვის, რათა დასრულდეს სერიოზული პოლიტიკური კრიზისი უკრაინაში, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა კიევში, ევრომაიდანზე ოპოზიციის შტაბში გამართულ პრეკონფერენციაზე განაცხადა.
"მე ჩამოვედი ევროპარლამენტარებთან ერთად და ჩვენი ჩამოსვლის მიზანია უკრაინის ევროპული არჩევანისათვის სოლიდარობის გამოცხადება. იმასაც რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ კიევში არის ბატონო ვლადიმერ პუტინის იერიში უკრაინის სახელმწიფოებრიობაზე. ეს არის თავხედური უპრეცენდენტო მცდელობა ხელში ჩაიგდოს მთელი ერი მთელი უკრაიანა მთელი მისი მომავალი და როდესაც საქმე ექხება ასეთ რაღაცეებს, ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ პასიურები. ჩვენ აქ ვართ არა იმიტომ რომ პოლიტიკური მოთხოვნები დავაყენოთ უკრაინის საშინაო საქმეებში, ეს მისი საქმეა. ჩვენ აქ ვართ იმიტომ რომ გამოვხატოთ სოლიდარობა, ჩვენ არ ვართ აქ იმისათვის რომ ერთ რომელიმე პოლიტიკოსს, ან პოლიტიკურ ძალას დვუჭიროთ მხარი, არამედ ჩვენ აქ იმისთვის ვართ რომ სოლიდარობა გამოვუცხადოთ უკრაინელ ხალხს, ახალგაზრდებს. რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ამას ვაკეთებთ ჩვენ ჩვენი ქვეყნის მომავალზე ვფიქრობთ. ჩვენ ყველანი ურთიერთკავშირში ვართ და თუ ჩვენ ერთმანეთს დღეს ხელს არ მოვკიდებთ, ვლადიმერ პუტინი ხვალ სათიათაოდ ყველას მოგვერევა. ამავე დროს, მინდა ვთქვა, რომ მე ყოველთვის კარგი და საქმიანი ურთიერთობა მქონდა პრეზიდენტ იანუკოვიჩთან და კიდევ ერთხელ ვიმეროებ, უკრაინის საშიანო საქმეები ჩვენ არ გვეხება. ჩვენ მზად ვართ დახმარებისთვის, რათა დასრულდეს სერიოზული პოლიტიკური კრიზი უკრაინაში", - განაცხადა სააკაშვილმა.