ხვალ, 24 ნოემბერს, 13:00 საათზე საგამოფენო ცენტრ "ექსპო-ჯორჯიაში" "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ყრილობა გაიმართება.
ყრილობის მონაწილეებსსაქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მიმართავს და პარტიის საპატიო თავმჯდომარის პოსტს დატოვებს. პარტიის თავმჯდმარის პოსტს ასევ დატოვებს ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე.
ყრილობაზე პარტიის ახალ თავმჯდომარეს და ახალ პოლიტსაბჭოს აირჩევენ, დამტკიცდება ახალი წესდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილს პარტიის ლიდერის თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეცვლის, ხოლო პოლიტსაბჭოს წევრთა რაოდენობა 21-დან 12-მდე შემცირდება.
პარტიის გენერალურ მდივანი, სავარაუდოდ, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე გახდება.
ყრილობის მონაწილეებსსაქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მიმართავს.