საქართველოში ევროკავშირის ელჩის ფილიპ დიმიტროვის განაცხადებით ვილნიუსის სამიტი საქართველოს მიღწეული შედეგების აღიარებაა. როგორც ჟურნალისტებთან დიმიტროვმა განმარტა, საქართველოს ვილნიუსის სამიტის შემდეგ მნიშვნელოვანი ვალდებულებების შესრულება მოუწევს.
,,ვილნიუსის სამიტი, პრაქტიკულად, ეს არის საქართველოს მიღწული შედეგების აღიარება. ბევრი რამ იქნება გასაკეთებელი სამიტის შემდეგ, საჭირო იქნება მნიშვნელოვანია ვალდებულებების შესრულება, მაგრამ ამის გაკეთებას საქართველო შეძლებს. ჩვენ მიგვაჩია, რომ საქართველოს შეუძლია ასოცირების შესახებ ხელშეკრულების თანამონაწილე გახდეს", _განაცხადა დიმიტროვმა.
მისივე განმარტებით, საქართველომ ბოლო ათი წლის განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, ჩამოაყალიბა ისეთი ინსტიტუტები, რომელმაც საქართველო ევროკავშირთან დაახლოვა.
შეგახსენებთ, რომ ვილნიუსში 28-29 ნოემბერს ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი გამართება", სადაც საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შეთანხმების პარაფირება უნდა მოახდინოს.