„იყო ძალიან სერიოზული დისკუსია, ჩვენ მოვახერხეთ ყველა ჩვენი სატკივრის, ყველა ჩვენი პრობლემის მიტანა თანათავმჯდომარეებამდე", _ განაცხადა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა მოლაპარაკებების 25-ე რაუნდის დასრულების შემდეგ.
„ჩვენ შევძელით, რომ ორივე სამუშაო ჯგუფში დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხი დაგვეფარა. მათ შორის როგორიც არის ძალიან არგამოყენება, თავისუფალი გადაადგილება, ადგილზე უსაფრთხოების სიტუაცია. ვფიქრობ, რომ იყო ძალიან სერიოზული დისკუსია, ჩვენ მოვახერხეთ ყველა ჩვენი სატკივრის, ყველა ჩვენი პრობლემის მიტანა თანათავმჯდომარეებამდე", _ განაცხადა ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა.