მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საინვესტიციო ფონდის „Fidelity Management"-ის წარმომადგენლებს: ტიმ გილს (Tim Gill) და ელისონ ტირნანს (Allison Tiernan) შეხვდა. „Fidelity Management"ი ქართული კომპანიების მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების ერთ-ერთი მსხვილი მფლობელია.
ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა საინვესტიციო ფონდის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე, მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების კუთხით დაგეგმილ სიახლეებზე.