ამომრჩეველთა აქტივობა 17:00 საათის მონაცემებით 39, %-ს შეადგენს. როგორც ჟურნალისტებთან ცესკო-ს პრესსპიკერმა ეკა აზარაშვილმა განაცხადა ყველაზე მაღალი აქტივობა კვლავ რაჭა-ლეჩხუმში ფიქსირდება.
,, საპრეზიდენტო არჩევნებში ამ დროისთვის მონაწილეობა მიიღო 1 382 017 ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთO რაოდენობის 39% შეადგენს. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი ხასიათის დარღვევები არ დაფიქსირებულა, არის მხოლოდ პროცედურული დარღვევები და მათი უმეტესობა ადგილზევე აღმოიფხვრა", _განაცხადა ეკა აზარაშვილმა.