საქართველოს მთავრობა მსოფლიო ბანკთან შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მესამე პროექტის დაფინანსებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს იწყებს. როგორც პრემიერ-მინისტრის № 1486 განკარგულებაშია აღნიშნული, მიღებულ იქნას ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია „შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მესამე პროექტის" შესახებ.
„საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მსოფლიო ბანკთან დაიწყოს კონსულტაციები „შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მესამე პროექტის" დაფინანსებასთან დაკავშირებით"- ნათქვამია განკარგულებაში.