ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოს დსთ-ში ეპატიჟება და ქვეყანას მოუწოდებს დსთ-ს შემადგენლობაში დაბრუნდეს.
„ჩვენ გვსურს, რომ საქართველო დსთ-ს შემადგენლობაში დაბრუნდეს"_ აცხადებს ლუკაშენკო
შეგახსენებთ, რომ საქართველომ დსთ-ს შემადგენლობა ოფიციალურად 2009 წელს დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანამ 2008 წლის აგვისტოში განვითარებული მოვლენების შემდგომ მიიღო. საქართველომ ერთწლიანი ფორმალური პროცედურის შემდეგ დსთ-ს სივრცე 2009 წლის 18 აგვისტოს საბოლოოდ დატოვა. აღსანიშნავია, რომ საქართველო იყო უკანასკნელი ქვეყანა, რომელმაც 1993 წლის დეკემბერში გადაწყვიტა შეერთებოდა დსთ-ს და პირველი, რომელმაც დატოვა ორგანიზაცია, რომელშიც ამჟამად 11 ყოფილი საბჭოთა ქვეყანა რჩება.