რუმინეთის პრეზიდენტის ნიკუშორ დანის განცხადებით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა შავ ზღვაში საზღვაო დრონი გაანადგურა.
მისი თქმით, რუმინეთის შეიარაღებულმა ძალებმა და ორმა F-16-ის ტიპის გამანადგურებელმა საზღვაო დრონი პლატფორმა Neptun Deep-თან გაანადგურეს
"ეს იყო დროის წინააღმდეგ განხორციელებული ოპერაცია, რომლის უმთავრეს პრიორიტეტს პლატფორმაზე მომუშავე ადამიანების სიცოცხლის დაცვა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ნებისმიერი შესაძლო საფრთხისგან უზრუნველყოფა წარმოადგენდა.
მკაცრად ვგმობ რუსეთის ფედერაციის მხრიდან გახშირებულ მსგავს უპასუხისმგებლო ინციდენტებს. ჩვენ კვლავაც ვინარჩუნებთ სიფხიზლეს ნატო-ს მოკავშირეებთან ერთად, რათა დავიცვათ თავი და მოვიგერიოთ მსგავსი გამოწვევები", - განაცხადა დანმა.