ავიაკომპანია "Georgian Airways"-ი („აირზენა") ერაყის მიმართულებით კვირაში 8 სიხშირეს შეასრულებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოში უკვე შესულია ავიაკომპანია "Georgian Airways"-ის განაცხადება, თბილისი-სულეიმანია-თბილისის და ბათუმი-ერბილი-ბათუმის საჰაერო ხაზზე ფრენის 2 სიხშირის დამტკიცების თაობაზე.
იმვდროულად ავიაკომპანიამ სააგენტოს რამდენიმე დღის უკან, თბილისი-ბაღდადი-თბილისის საჰაერო ხაზზე ფრენის სიხშირის დამტკიცების თაობაზეც მიმართა და შესაბამისი თანხმობაც მიიღო.
"Georgian Airways"-ში კი განმარტავენ, რომ ამ დროისათის ავიაკომპანია საქართველოდან ერაყის 3 ქალაქში: ბაღდადში, სულეიმანიასა და ერბილის მიმართულებით ფრენებს უკვე ასრულებს, თუმც საუბარია საქართველოდან ერაყის მიმართულებით ფრენების სიხშირეების გაზრდაზე
აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ერაყის საავიაციო ხელისუფლებებს შორის 2013 წლის 25 მარტის ურთიერთგაგების მემორანდუმის შესაბამისად, თითოეული მხარის დანიშნულ ავიაგადამზიდველებს შეუძლიათ ჯამში 8 სიხშირის გამოყენება.