ჟურნალმა Forbes-მა მარკ ცუკემბერგის ქონება 19 მლრდ დოლარად შეაფასა. ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელშიც მსოფლიოს 400 ადამიანია შეყვანილი, Facebook-ის შემქმნელი მე-20 პოზიციაზეა.
ABC News-ის ინფორმაციით, მარკ ცუკემბერგი დღეში 6 მლნ დოლარს გამოიმუშავებს. აღნიშნული მონაცემები გამოაქვეყნდა GMI 2013 CEO Pay Survey-ის რეიტინგშიც, სადაც აშშ-ს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მენეჯერები მოხვდნენ. რეიტინგის თანახმად ირკვევა, რომ ცუკემბერგის წლიური შემოსავალი 2,27 მლრდ დოლარია და სწორედ ამიტომ ის რეიტინგის ლიდერია.
ცნობილია, რომ 2012 წელს Facebook-ის გენერალურმა დირექტორმა ხელფასისა და ბონუსის სახით 1,99 მლნ დოლარი მიიღო, რაც 16 %-ით მეტია გასული წლის შემოსავლებთან შედარებით.