საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, დღეს თბილისში, კიდევ ერთი, ახალი Express სერვისცენტრი გახსნა. ახალი Express-ი გორგასალის ქუჩაზე, 41 ნომერში მდებარეობს.
საქართველოს ბანკის Express სერვისცენტრში, მომხმარებელს საშუალება აქვს ოპერატიულად ისარგებლოს საბანკო სერვისებით. Express სერვისცენტრებში მოწყობილია ორი ზონა - მომხმარებელს ემსახურებიან როგორც მოლარე ოპერატორები, ასევე არის თვითმომსახურების ზონა, სადაც 24 საათის განმავლობაში ხელმისაწვდომია: ინტერნეტბანკი, თვითმომსახურების ტერმინალი PayBox-ი და ბანკომატი. აღსანიშნავია, რომ Express სერვისცენტრების მომსახურების ზონა, სადაც მომხმარებელს მოლარე-ოპერატორები ემსახურებიან, ხელმისაწვდომია ყოველდღე დილის 900 საათიდან 2100 საათამდე და შაბათ-კვირას 1000 საათიდან 1800 საათამდე.
ამ დროისთვის საქართველოს ბანკის უკვე 42 Express სერვისცენტრი მოქმედებს. ახალ Express სერვისცენტრში 6 ადამიანი დასქამდა.