ინგლისელმა მწერალმა სემ ჯორდისონმა ბრიტანეთის ყველაზე ცუდი ქალაქების რეიტინგი შეადგინა. რეიტინგში კი პირველ ადგილზე ლონდონი აღმოჩნდა. როგორ მწერალმა განმარტა ლონდონით თავად ბრიტანელები არიან უკმაყოფილონი.
თავის წიგნში „ბრიტანეთის ყველაზე ცუდი ქალაქები" მწერალმა ლონდონის ყველა უარყოფითი ჩამოთვალა. ნაწარმოებში მწერალმა ადგილობრივი მოსახლეობის აზრი და შეხედულებები გაითვალისწინა. ის რაზეც ადგილობრივი მოსახლეობა ყველაზე მეტად სწუხს არის ქალაქში ადამიანების რიცხოვნება და ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემები. ცენტრიდან რომელიმე კონკრეტულ ადგილზე მისასვლელად ხშირად რამდენიმე საათია საჭირო.
კიდევ ერთი მინუსი - მაღალი ფასებია. უძრავი ქონება ლონდონში საკმაოდ ძვირია. ქალაქის ცენტრში მხოლოდ მილიონერები ცხოვრობენ.