,,განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამსახური იმ რეგიონში, რომელიც ემსახურება ჩვენს დიდ ტკივილს", _ მიმართა შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს პოლიციელებს, რომლებსაც ახალი საპატრულო მანქანები გადასცა.
ღარიბაშვილის განაცხადებით, საქართველო აუცილებლად დაიბრუნებს აფხაზეთსდა და სამხრეთ ოსეთს და აღადგენს ურთიერთობას აფხაზ და ოს ძმებთან.
,, თითოეული ჩვენგანისთვის დიდი პატივია ვემსახურო სამშობლოს, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა ეწეოდე ქვეყნის სამსახურს იმ რეგიონში, რომელიც ემსახურება ჩვენს დიდი ტკივილსა და სევდას, ჩვენს აფხაზეთს. 1993 წლის სექტემბერში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ ასობით ათასმა Fაფხაზეთიდან დევნილმა მშობლიური კუთხის იძულებითი დატოვების შემდგომ თავშესაფარი იპოვოა სვანეთსა და სამეგრელოში. თუმცა ვერანაირი მასპინძლობა ვერ განალებს იმ ტკივილს, მაგრამ მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ დავბრუნდებით. ჩვენ აფხაზ და ოს ძმებთან აღვადგენთ მრავალსაუკუნოვან ურთიერთობას, ნდობას და ენგურის ხიდი გახდება არა წყალგამყოფი ჩვენი ერთიანობის, არამედ გამაერთიანებელი ჩვენი საერთო მომავლის", _მიმართა პოლიციელებს ღარიბაშვილმა.