14 ოქტომბრერს 17:00 საათზე ლიტერატურულ კაფეში,(მისამართი: პეკინის 31) გაიმართება , გოგა გოგილაშვილის მეორე წიგნის „გულის ძახილი 2" -ის პრეზენტაცია. პოეტის ლექსებს წაიკითხავენ ბექა ელბაქიძე და გივი სიხარულიძე. „მსურს ქართველ თანამემამულეებს გავაცნო ჩემი ახალი წიგნი და შორიდან მოვეფერო."-განაცხადა გოგამ. პოეტი თავად ვერ ახერხებს პრეზენტაციაზე დასწრებას და ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს სკაიპით ჩაერთვება. ლექსების კრებული პოეტის ავტოგრაფით საჩუქრად გადაეცემა ყველა სტუმარს. მოწვეულ სტუმრებს შორის იქნებიან ახალგაზრდა პოეტები, საქველმოქმედო ორგანიზაცია „Step by Step", არასამთავრობო ორგანიზაცია „ქვიშის საათის" წარმომადგენლები. გოგას ოჯახის წევრები და მეგობრები. საღამო საქველმოქმედო ხასიათის იქნება. შემოსული თანხა გადაეცემა ჯაბა ბოჯგუას დედას ჯაბას სამკურნალოდ. გოგა გოგილაშვილი დაიბადა ქ. თბილისში 24 მაისს 1983 წელს. დაამთავრა 18-ე საჯარო სკოლა, გოგა ამერიკაში ცერებრალური პარალიჩის სამკურნალოდ 11 წლის წინ გაემგაზვრა და დღემდე აგრძელებს მკურნალობას. გოგამ მიუხედავად ყველაფრისა შეძლო ის რაც ბევრმა ვერ მოახერხა, დაიმკვიდრა თავი ამერიკაში, შექმნა