ამჟამად არსებულ განსაკუთრებით რთულ ვითარებაში, ძალადობის შეწყვეტა და მსხვერპლის თავიდან აცილება უნდა გახდეს პრიორიტეტი ეგვიპტისთვის, - ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა განაცხადა.
„გენერალური მდივანი მიჩნევს, რომ შემდგომი მსხვერპლის თავიდან აცილება უნდა გახდეს ყველაზე მთავარი ამოცანა, ეგვიპტელებისთვის ამ მეტად საშიშ ვითარებაში", - ნათქვამია გენერალური მდივნის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გენერალური მდივანი მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოუწოდებს ეგვიპტის ქუჩებში გამოსულ ადამიანებს და ამავე დროს, მოუწოდებს ხელისუფლებას მიიღოს „საიმედო გეგმა" ძლადობის შეწყვეტისა და პოლიტიკური პროცესების აღსადგენად.
გენერალური მდივანი გმობს თავდასხმებს ეკლესიებზე, სამედიცინო და სხვა საზოგადობრივ დაწესებულებებზე და მიიჩნევს, რომ როგორიც არ უნდა იყოს უკმაყოფილება, არავითარი გამართლება არ აქვს ინფრასტრუქტურის განადგურებას და საკუთრების ხელყოფას, რომელიც „მნიშვნლოვანია ეგვიპტის მომავლისთვის".
შეგახსენებთ, რომ ეგვიპტეში ხელისუფლების ძალებსა და დამოხობილი პრეზიდენტის მოჰამედ მუსრის მომხრების შეტაკებისას 700-მდე ადამიანია დაღუპული, 4000-მდე დაშავებული და 3000-მდე დაპატიმრებული.