ბიზნესის ნაწილი საპარლამენტო უმცირესობის ლიდერისა და ეკონომიკური განვითარების მინისტრის შეხვედრას, რომელიც მიმდინარე კვირაში უნდა გაიმართოს, მიესალმება. როგორც საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის( ICC) მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პალატა მიესალმება გიორგი კვირიკაშვილისა და დავით ბაქრაძის შეხვედრას მიესალმება, რადგანაც პალატის აზრით. მხარეებმა შეხვედრაზე ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის საშუალებები უნდა განიხილონ. .
„2013 წელს ეკონომიკა შენელდა დაძაბული პოლიტიკური გარემოს და ზოგიერთი უადგილო საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, რამაც დააფრთხო კომპანიები და შედეგად ჩამოაყალიბაგაურკვეველი ბიზნეს გარემო. მიუხედავად ამისა, ბოლო დროს ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ გაჟღერებული განცხადებები, რომ ეკონომიკური სიტუაცია საშინელ მდგომარეობაში იმყოფება წარმოადგენს უსაფუძვლო და დეზინფორმაციულ განცხადებას. ასეთი მწვავე განცხადებები აშინებს ინვესტორებს და ძირს უთხრის ქართული ბიზნესის წარმომადგენლების ნდობას მომავალში საკუთარი ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით"- ნათქვამია საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით. უარყოფითი რიტორიკა გამანადგურებელია, ზიანს აყენებს ეკონომიკას და ერთნაირად უარყოფით გავლენას ახდენს ყველა ქართველზე მიუხედავად მათი პოლიტიკური
მიდრეკილებისა.
„აქედან გამომდინარე, ჩვენ მოვუწოდებთ როგორც ხელისუფლებას ასევე
ოპოზიციას, რომ ღიად და კონსტრუქციულად განიხილონ ყველა ეკონომიკური გამოწვევები დახურულ კარს მიღმა ქვეყნის ინტერესების სასიკეთოდ.
ICC სთხოვს ხელისუფლებას და პარლამენტს, ქვეყანაში ძირითად ბიზნეს ორგანიზაციებთან წინასწარი კონსულტაციების გარეშე თავი შეიკავონ ახალი კანონის მიღებისგან, რომელიც გავლენას მოახდენს ბიზნესზე. ეს აუცილებელია, რათა თავიდან იქნას აცილებული დაბნეულობა ინვესტორებს შორის და უზრუნველყოფილი იქნას მოსალოდნელი შედეგები სტაბილურობისა და გამჭვირვალობის მეშვეობით, რაც წარმოადგენს ჯანსაღი და პროგნოზირებადი ბიზნეს გარემოს მთავარ ფაქტორს. ICC გამოთქვამს გაკვირვებას, რომ ძირითადი ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც წარმოდგენილნი არიან ასეულობით ყველა ზომის კომპანიით არ ყოფილან მიწვეულნი მონაწილეობა მისაღებად ე.წ. ექსპერტთა ჯგუფში, რომელსაც პრემიერ მინისტრმა დაავალა ქვეყნის ახალი ეკონომიკური პოლიტიკის პროექტის შემუშავება. საქმიანი წრეების ჩართულობის გარეშე, ნებისმიერი ეკონომიკური სტრატეგია იქნება არასრული და
შესაძლოა გამოიწვიოს უარყოფითი შედეგები. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვთხოვთ პრემიერ მინისტრ ივანიშვილს დაუყოვნებლივ მოიწვიოს ძირითადი ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენლები, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ სამუშაო ჯგუფის მუშაობაში.
ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ პროგნოზირებადი ბიზნეს გარემოს მეშვეობით 2014 წელს ეკონომიკა მნიშვნელოვნად გაიზრდება. ჩვენ ასევე მოხარული ვართ, რომ რამოდენიმე უმთავრესმა საერთაშორისო ჯგუფმა გამოხატა მნიშვნელოვანი დაინტერესება საქართველოში გარკვეული დიდი ინვესტიციების განხორციელების კუთხით. ICC, რომელიც მოიცავს ასზე მეტ ძირითად კომპანიას და ბიზნეს ასოციაციას აბსოლუტურ ნდობას უცხადებს საქართველოს ეკონომიკას და ქვეყნის მომავალს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ბიზნეს კომპანიების საქმიანობის გაფართოებას და მოვუწოდებთ უცხოელ ინვესტორებს მშვიდად და თავადჯერებულად განახორციელონ ინვესტირება საქართველოში"- ნათქვამია განცხადებაში.
იმავდროულად საქართველოს ICC, რომელიც მოიცავს ასზე მეტ ძირითად კომპანიას და ბიზნეს ასოციაციას აბსოლუტურ ნდობას უცხადებს საქართველოს ეკონომიკას და ქვეყნის მომავალს.
"საქართველოში. საერთაშორისო სავაჭრო პალატა არის უდიდესი ბიზნეს ორგანიზაცია მსოფლიოში. იგი აერთიანებს ასობით ათას კომპანიასა და ორგანიზაციას 120-ზე მეტ ქვეყანაში წარმომადგენლობითი ორგანოს მეშვეობით, რომლებიც საუბრობენ ბიზნესის სახელით მთელი
მსოფლიოს მასშტაბით. ICC მჭიდროდ თანამშრომლობს დიდ რვიანის ქვეყნებთან (G8), დიდ ოცეულთან(G20), მსოფლიო ბანკთან(WB), გაეროსთან, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციასთან(WCO)"- განმარტებულია საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის განცხადებაში.