აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხუთშაბათს, 4 სექტემბერს, უკრაინის ლიდერის პარიზში ვიზიტის ფარგლებში, სატელეფონო საუბარს გამართავს ვოლოდიმირ ზელენსკისთან და „მსურველთა კოალიციის“ წარმომადგენლებთან. ამის შესახებ „დოიჩე ველეს“ კორესპონდენტს ვაშინგტონში ინფორმირებულმა წყარომ აცნობა.
უკრაინის დელეგაცია ასევე შეხვდება ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს სტივ უიტკოფს.
საფრანგეთის დედაქალაქში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების დროს დონალდ ტრამპთან შესაძლო სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფან კორნელიუსმა დაადასტურა.