დღეიდან, 2 მარტიდან ცესკო რეგიონებში გასვლას იწყებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან აცნობეს, პირველი ვიზიტით ცესკოს წევრები კახეთს ეწვევიან.
დაგეგმილია შეხვედრები კახეთის საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებსა და ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებასთან. დღეს შეხვედრები გაიმართება ქალაქ თელავში, ხოლო 4 მარტს ქალაქ სიღნაღში.