აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და საგარეო ურთიერთობათა საპარლამეტო კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტის პრეზიდენტს ჯიმ მარშალს და ამავე ისტიტუტის უმაღლეს მრჩეველს საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში, აშშ-ს პრეზიდენტის ჯორჯ ბუშ უმცროსის ყოფილ მრჩეველს უსაფრთხოების საკითხებში, სტივენ ჰედლის შეხვდნენ.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც საქართველო დგას. შეხვედრის მონაწილეები დაინტერესდნენ საქართველოს საგარეო პოლიტიკის საკითხებით, საქართველო-აშშ-ს შემდგომი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივით, შეეხნენ რეგიონალური უსაფრთხოებისა და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებს.
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაციის წევრებმა აშშ-ს ექსპერტთა წრეების წარმომადგენლებთან არაერთი შეხვედრა გამართეს. შედგა დისკუსიები მარშალის ფონდში, ატლანტიკურ საბჭოში. გაიმართა შეხვედრები ამერიკული მედიის წარმომადგენლებთან.
მასალის გამოყენების პირობები