ვაშინგტონში მყოფი საქართველოს დლეეგაციის წევრები დემოკრატიული თანამშრომლობის სახლის თანათავმჯდომარეებს, კონგრესმენებს პიტერ როსკამს და დევიდ პრაისს შეხვდნენ.
კონგრესმენებთან საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ისაუბრეს საქართველო-აშშ-ს თანამშრომლობის საკითხებზე, აღინიშნა საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში აშშ-ს წვლილი. საგარეო საქმეთა მინისტრმა და მთავარმა პროკურორმა კონგრესმენებს ინფორმაცია მიაწოდე საქართველოს ახალი ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებზე და იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რაც ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებისათვის გადაიდგა.