თბილისის საკრებულოში მიმდინარე რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი და საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები თანამდებობიდან გადააყენეს.
ახვლედიანის გადაყენებას საკრებულოს 25-მა წევრმა დაუჭირა მხარი.
დეპუტატებმა ასევე თანამდებობიდან გადააყენეს თბილისის საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები, კერძოდ, ქონების მმართვის თავმჯდომარე, საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე, ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარე, საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე, გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე, სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე, განათლებისა და კულტურის თავმჯდომარე, საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე,ადამიანის უფლებათა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომისიის თავმჯდომარე, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ურბანული დაგეგმარებისა და ძველი თბილისის რეაბილიტაციის კომიტეტის თავმჯდომარე.