უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია იმედს გამოთქვამს, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადება საქმით იქნება გამყარებული. როგორც ჟურნალისტებთან ბოკერიამ განაცხადა ქვეყანაში ძალადობრივი ფონია და არსებული ვითარების გათვალისწინებით თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება რთული იქნება.
,,მთავარია, რა საქმე მოჰყვება ბიძინა ივანიშვილის სიტყვას, რადგან დღეს არსებული ვითარება არის აბსოლუტურად საპირისპირო იმის რაზეც პრემიერ-მინისტრის თავის განცხადებაში საუბრობს. ჩვენ ადრეც ვიხილეთ პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ უნდა შეწყდეს თვითმმართველობის ორგანოების ხელში ჩაგდება ძალადობით, დაჭერის მუქარით, მაგრამ რეალურად რასაც ვხედავთ ჩანს, რომ ეს პროცესი გრძელდება და ბოლო მოვლენები თბილისის საკრებულოს წევრების სამარცხვინო დაჭერა, რასაც, პრაქტიკულად, საკრებულოს ხელში ჩაგდება მოჰყვა ,,ქართული ოცნების" მხრიდან, არის დასტური იმის, რომ ამ განცხადებას მოჰყვა სრულიად საპირისპირო ქმედება. ათასობით აქტივისტს პერმანენტულად კითხავენ. ეს ფონი არის შეუთავსებელი თავისუფალ და სამართლიან არჩევნებთან. ამის პარალელურად ჩვენ ვხედავთ რომ იწყება ახალი ეტაპი დეპუტატების ზეწოლის საკონსტიტუციო უმრავლესობის ხელში ჩასაგდებად, იმ უმრავლესობის რომლის მანდატი ,,ქართულ ოცნებას" ამომრჩევლისგან არ მიუღია. საერთოდ ფონი ქვეყანაში არის ძალადობრივი", _განაცხადა გიგა ბოკერიამ.