"არც ერთ არჩევით თანამდებობის პირს არ უთქვამს უარი პარლამენტში მოსვლაზე და დასმულ შეკითხვებზე პასუხების გაცემის, ეს არის ძალიან კარგი ტრადიცია განსხვავებით წინა პარლამენტიდან,"-ამ ფრაზით ეხმაურება საპარლამეტო უმრავლესობის წევრი ზურაბ აბაშიძე, „ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნა იმის შესახებ, პარლამენტში მთავარი პროკურორი გამოცხადდეს.
აბაშიძის განცხადებით, არც ერთ საჯარო მოხელეს არ აქვს რაიმე პრობლემა, დეპუტატების კითხვას უპასუხოს და მით უფრო, საპარლამენტო უმცირესობს.
„არამგონია მთავარ პროკურორს ჰქონდეს რაიმე პრობლემა უმცირესობასთან შეხვედრის. მე მასთან პირადად კითხვები არ გამაჩნია, არც უმრავლესობის წევრებს, მე არ მგონია ვინმეს ჰქონდეს კითხვა კბილაშვილთან და მასთანა პრობლემა გააჩნდეს, როგორც ჩანს უმცირესობას უნდა ამ თემის მეტი პოლიტიზირება მოახდინოს,"- განაცხადა აბაშიძემ.