საპარლამენტო უმცირესობის მიერ გაკეთებულ განცხადებას, იმის შესახებ, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკორ პროცესებთან დაკავშირებით საჭიროა პარლამენტში გენერალური პროკურორი არჩილ კბილაშვილი გამოცხადდეს, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი თინათინ ხიდაშელი ეხმიანება. ხიდაშელის განცხადებით, 2012 წლის მოწვევის პარლამენტში არც ერთი თანამდებობის პირის მოსვლის პრობლემა არ ყოფილა. ხოლო, რაც შეეხება კბილაშვილის მოწვევას საკანონმდებლო ორგანოში, ხიდაშელი აღნიშნავს, რომ პროკურორის დაბარება ადვილად არ ხდება. ამისთვის გარკვეული რეგლამენტის დაცვაა საჭირო.
,,მთავარი პროკურორის დაბარება ასე არ ხდება. ამიტომ უმცირესობის წევრებს მიეთითათ პარლამენტის თავმჯდომარისგან, რომ რეგლამენტის შესაბამისად იმოქმედონ. იმედი მაქვს ამას მაინც არავინ დაგვაბრალებს. 2012 წლის მოწვევის პარლამენტში არცერთი თანამდებობის პირის მოსვლის პრობლემა არ არის. მათ შორის უმცირესობასთან შეხვედრაც. ყველა ყოველთვის მოდის პარლამენტში და კითხვებს პასუხებს სცემს",- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თინათინ ხიდაშელმა.