საპარლამენტო უმცირესობა პარლამენტში მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის მიწვევას ითხოვს. საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი წევრის, გია თევდორაძის განცხადებით, არის ბევრი კითხვაზე, რომელზეც გენპროკურორმა პასუხი უნდა გასცეს.
„კითხვები გააჩნია, როგორც საპარლამენტო უმცირესობას, ასევე უმრავლესობას და საზოგადოებას. ამიტომ გვსურს რომელიმე კომიტეტზე გენერალური პროკურორი მოვიდეს პარლამნეტში და გაგვცეს სათანადო პასუხები,"- ამბობს გია თევდორაძე.
თევდორაძის ამ განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა უპასუხა, რომელმაც დასძინა, რომ მსგავსი საკითხები მოწვევასთან დაკავშირებით ბიუროზე არ უნდა განიხილონ.