,,თანამშრომლობის ტემპი საქართველოსა და ევროკავშირს შორის სულ უფრო აქტიურ ფაზაში შედის", _ განაცხადა ევროკომისარმა გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
,,ნოემბრის სამიტის წარმატებას უზრუნველყოს ის მიღწული შედეგები, რომელიც უკვე სახეზეა. ეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას კიდევ უფრო დააჩქარებს", _განაცხადა შტეფან ფულე.
მისივე განმარტებით ყოფილ და მოქმედ ხელისუფლებას შორის არსებული კოჰაბიტაცია მნიშვნელოვანია და ის არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ აშენდეს პლურარისტული და წარმატებული საზოგადოება.