პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრო ბარნოვი, საქართველოში პრეზიდენტის რწმუნებულებს, ქუთაისის საკრებულოს სხდომათა დარბაზში შეხვდა.
როგორც შეხვედრაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა განაცხადა, იმერეთში მალე ტრადიცული მეღვინეობის ასოციაცია დაფუძნდება და უახლოეს პერიოდში გორის მსგავსად ღვინის ფესტივალი ქუთაისშიც გაიმართება.
მისივე თქმით, მეღვინეობის განვითარება და ხელშეწყობა რეგიონში ტურისტების მოზიდვას შეუწყობს ხელს.