პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრაზე ფოფხაძე, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, 2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიასა და ტრანსოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქციისა და მასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების შეფასების შესახებ ისაუბრებს.
,,დღევადელ შეხვედრაზე ვისაუბრებთ 17 მაისს მომხდართან ინცინდენტებთან დაკავშირებით. მოვისმენ არასამთავრობოების შენიშვნებს და ხედვებს ამასთან დაკავშირებით,"- ამბობს გედევან ფოფხაძე.