უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, ქვეყანაში ქართველი არალეგალების რაოდენობა იზრდება. მათი ინფორმაციით, 6 თვის განმავლობაში ქართველი არალეგალების რაოდენობა 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2-ჯერაა გაზრდილი. უკრაინული მედიის ინფორმაციით, წუხელ 29 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც 4 წლის შვილთან ერთად უკრაინიდან რუსეთში გადასვლას ცდილობდა. აღსანიშნავია, რომ 8 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ უკრაინამ ქართველი არალეგალების რამდენიმე ჯგუფი დააკავა, რომლებიც ქვეყნიდან ევროკავშირში შესვლას ცდილობდნენ.
მასალის გამოყენების პირობები