2013 წლის 5 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ მიიღო საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის ელჩი ანდჟეი ჩიეშკოვსკი.
შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი და სამომავლო პერსპექტივები. ხაზი გაესვა ორმხრივი მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობას.
ქართულმა მხარემ პოლონურ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე შიდაპოლიტიკური პროცესებისა და რეფორმების შესახებ. აღინიშნა პოლონური მხარის მხარდაჭერისა და მისი გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში.
მაია ფანჯიკიძემ პოლონეთის ელჩს წარმატება უსურვა მის მომავალ საქმიანობაში.