,,კონსტიტუციის სერიოზული რეფორმის მიზნით სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია შეიქმნება", _ განაცხადა ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, რომელიც ,,რადისონში" კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვას ესწრება.
მისივე განმარტებით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია შექმნის თაობაზე პარლამენტში მსჯელობა ივლისის თვეში რიგგარეშე სესიებზე მოხდება.
,,ჩვენ უახლოეს ხანებში შევქმნით სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას, რომელიც იმსჯელებს კონსტიტუციის სერიოზულ რეფორმაზე. კომისიის შემადგენლობაში შევლენ არა მხოლოდ საპარლამენტო, არამედ არასაპარლამენტო პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები, ექსპერტები. კომისია, დაახლოებით, ერთი წლის განმავლობაში იმუშავებს რათა ჩვენ მივიღოთ ისეთი კონსტიტუცია, სადაც ყოველ წელს ორი და სამი ცვლილების შეტანა საჭირო აღარ იქნება და რომელიც იქნება თითოეული მოქალაქის ძირითადი კანონი", _ განაცხადა უსუფაშვილმა
.