საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა მიმდინარეობს სასტუმრო ,,რადისონში".
საკონსტიტუციო ცვლილებები პრეზიდენტისა და პრემიერის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით, ასევე პარლამენტისა და საკონსტიტუციო კვორუმის შესახებ მედია-საშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად განიხილება.
საკონსტიტუციო ცვლილებიდან გამომდინარე, კანონპროექტებზე დეპუტატები რიგგარეშე სესიებზე იმსჯელებენ.
სამშაბათს ბიუროს სხდომა გაიმართება, სადაც განსახილველი საკითხები დაზუსტდება. რიგგარეშე სესიებზე დაგეგმილია რამდენიმე კანონზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოს დაძლევაზე მსჯელობაც.
საყოველთაო-სახალხო განხილვის პროცესს საპარლამენტო უმცირესობა არ ესწრება.