დავით ბაქრაძე დღეს პრემიერ-მინისტრს შეხვდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ შეხვედრა საკნონსტუციო კომისიის შექმნის თაობაზე გაიმართება.
"მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება საკონსტიცუციო კომისიის შექმნის თაობაზე და ამ თემაზე დაგეგმილია შეხვედრა პრემიერ მინისტრთან, უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძისა და ჩემი მონაწილეობით. კომისიის მუშაობას დავგეგმავთ, რომელიც პარლამენტის მიერ იქნება შექმნილი ეს არის ერთ-ერთი მაგალითი იმისა, რომ რაც უნდა განსხვავებული შეხედულებები გვქონდეს ძალიან ბევრ საკითხზე, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა და დარწმუნებული ვართ რომ ამ თემაზე აუცილებელია, პრემიერ მინისტრთან კონსულტაციების გავლა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.