თბილისის მერის ორ მოადგილე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დაკავებულის, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის" წევრი, დეპუტატი მარიამ საჯაია ავრცელებს. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ახვლედიანი ამჟამად თავისუფალია. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია საკრებულოს კიდევ 5 წევრი.
საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი დავით საყვარელიძე Facebook-ის პირად გვერდზე ავრცელებს ინფორმაციას, რომ დაკავებულთა შორის, თბილისის მერის მოადგილეების გარდა, არის გლდანის გამგებელი ნოდარ სანდუხაძე ძველი თბილისის გამგებლის მოადგილე, დიდგორის გამგებელი გოგიტა ნიკოლაძე და ნაციონალური მოძრაობის მთაწმინდის ორგანიზაციის თავმჯდომარე დათო ავალიანი.
„მაშინ, როცა რასმუსენი ხელისუფლებას კოჰაბიტაციისკენ მოუწოდებს: ქუჩებში სპეცპოერაციებით მასობრივად აკავებენ თბილისის მერის ორ მოადგილეს, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, 5 საკრებულოს წევრს და თითქმის მთელ თბილისის ნაციონალური მოძრაობის ორგანიზაციის წევრებს"- აცხადებს მარიამ საჯაია.