ტექნიკის მაღაზიათა ქსელი „სმაილი" სრულიად ახალი კონცეფციის მქონდე 3 ახალ მაღაზიას ხსნის და მომხმარებლებს აქციით "წარმოუდგენელი ფასები" ელოდება. ახალი ობიექტები რუსთავში, ბათუმსა და "თბილისი მოლში" 4000 კვადრატულ მეტრზე განთავდა, სადაც კომპანიამ 50-ზე მეტი ახალი კადრი დაასაქმა. ამასთან დაკავშირებით „სმაილის" მენეჯმენტი 30 მაისს, 13:00 საათზე თბილისი მოლში (მე-3 სართული) პრესკონფერენციას გამართავს.
კომპანიის ინფორმაციით, ახალი ობიექტების კონცეფცია სრულიად განსხვავებული მოდელით არის შექმნილი და არ გავს „სმაილის" ან ტექნიკის ბაზარზე არსებული სხვა კომპანიების მაღაზიებს. განსხვავებაში იგულისხმება დიზაინი, პროდუქტის განლაგება და ინტერიერი, რომელიც მომხმარებლისთვის მაქსიმალურად კომფორტულად მოეწყო, რათა ყიდვის პროცესი გაცილებით მარტივი და სასიამოვნო გამხდარიყო. "თამამად შეიძლება ითქვას რომ ტექნიკის ბაზარზე "პიონერები" ვართ - ერთდროულად მსგავსი მოცულობის ობიექტი ჯერ არასდროს გახსნილა. ეს არის მარკეტის ტიპის სავაჭრო ცენტრები, რომელშიც ღია სალაროა განთავსებული. ასევე ღია დახლებზე გვაქვს წარმოდგენილი მობილური ტელეფონები, ფოტო-ვიდეო აპარატურა, კომპიუტერები და პირადი მოხმარების ტექნიკა. მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტი ყველასთვის ხელშესახები გახდა და ნებისმიერ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს სასურველი ტექნიკა თავად შეამოწმოს" - აცხადებს კომპანიის კომერციული დირექტორი ტარიელ მაჭავარიანი.
კომპანია ახალ ობიექტებში მისულ მომხმარებლებს უამრავ სიახლეს შესთავაზებს. თბილისი მოლში სმაილის მაღაზია საზოგადოებისთვის 31 მაისიდან გაიღება. მოგვიანებით (2 კვირის განმავლობაში) კი ახალი ობიექტები მომხმარებლებს სპეციალური აქციებითა და უამრავი სიურპრიზით რუსთავსა და ბათუმში უმასპინძლებს.
- "თბილისი მოლში სმაილის ახალი ობიექტის გახსნის დღეს, მხოლოდ 31 მაისს თითოეულ მომხმარებელს ნებისმიერ შენაძენზე საყოფაცხოვრებო ტექნიკას გადავცემთ საჩუქრად. ასევე გახსნიდან 5 დღის განმავლობაში რამდენიმე ყველაზე გაყიდვად მოდელს უპრეცედენტო ფასად წარმოვადგენთ. მხოლოდ თბილისი მოლის მაღაზიაში 5 ივნისამდე აქცია სახელწოდებით "წარმოუდგენელი ფასები" გაიმართება, რომლის ფარგლებშიც LCD ტელევიზორები 299 ლარად, გაზქურები და სარეცხი მანქანები 399 ლარად, ხოლო ორკამერიანი მაცივრები 499 ლარად იქნება წარმოდგენილი. გარდა ამისა ფასდაკლებები გავრცელდება სხვა პროდუქტებზე" - ამბობს ტარიელ მაჭავარიანი.
პრესკონფერენციაზე "სმაილის" მენეჯმენტი ახალ განსხვავებულ კამპანიაზეც ისაუბრებს. პარტნიორ ბანკებთან ერთად კომპანია მთელს ქსელში ექსკლუზიურ აქციას იწყებს. "მხოლოდ ივნისის თვეში მომხმარებელებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ უპრეცედენტო შეთავაზებით. კერძოდ, შეიძინონ მათთვის სასურველი ნებისმიერი საოჯახო ტექნიკა 3-წლიანი უპროცენტო განვადებით. აღნიშნული აქცია ტექნიკის ბაზარზე უპრეცედენტოა და მხოლოდ „სმაილის" მაღაზიათა ქსელში იმართება. მომხმარებლებისთვის ეს მართლაც უნიკალური შესაძლებლობაა, მთელი სახლი სასურველი ტექნიკით მოაწყონ და შეიქმნან საოცნებო კომფორტი - თვეში მინიმალური შენატანით," - აცხადებს ტარიელ მაჭავარიანი.
"სმაილის" საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს საოჯახო და საყოფაცხოვრებო ტექნიკის, აუდიო-ვიდეო, ასევე კომპიუტერული ტექნიკისა და მობილურების საცალო ვაჭრობა. კომპანია ოფიციალური დისტრიბუტორია ისეთი ცნობილი ბრენდების, როგორიცაა: Samsung, Panasonic, Indesit, Hotpoint-Ariston. ამ დროისთვის, საქართველოს მასშტაბით „სმაილი" 10 მაღაზიას აერთიანებს. საუკეთესო ფასები, ფართო და მუდმივად განახლებული ასორტიმენტი, მომსახურების მაღალი დონე და ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ მომხმარებელთან განაპირობებს „სმაილის" დღევანდელ სახელსა და ადგილს საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე.