წმიდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხელის წმინდა ნაწილი დღეს 17:00 საათიდან 22.00 საათამდე დაბრძანებული იქნება სიონის საკათედრო ტაძარში. ხოლო სპირიდონ ტრიმიფუნტელის წმინდა ნაწილს ხვალ, 28 მაისს თერჯოლაში, წააბრძანებენ, ზეგ კი ბოდბეში.
შეგახსენებთ, რომ სიწმინდე საქართველოში 2 ივნისამდე დარჩება.