"ქრისტიან-დემოკრატების'' ლიდერი გიორგი თარგამაძე ითხოვს, რომ ხელისუფლებამ ხელფასები და პენსიები მთელი საქარათველოს მასშტაბით დაარიგოს და არა მხოლოდ თბილისში. ეს განცხადება თარგამაძემ დღეს პარლამენტში, პდენალურ სხდომაზე გააკეთა.
თარგამაძემ ის ფაქტი გააპროტესტა, რომ თბილისში მცხოვრებ პედაგოგებს დედაქალაქის მერიის მიერ 100-ლარიანი გაზის ვაუჩერი გადეცათ და როგორც აღნიშნა, სახელმწიფო სოციალური პროგრამები თანაბარი უნდა იყოს და ხელფასებსა და პენსიებს მხოლოდ დედაქალაქში მცხოვრებლებს არ უნდა უზრდიდნენ.
თარგამაძის თქმით, ქვეყანაში რეგიონებისა და დედაქალაქის პედაგოგთა და პენსიონერთა დიფერენციაცია არ უნდა მოხდეს.
"პედაგოგები ჩვენი საზოგადოების მომავალზე არიან პასუხისმგებლები და მათ შრომა უნდა დაუფასდეთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ პედაგოგებისთვის ხელფასების გაზრდას მივესალმები, თუმცა ეს მხოლოდ დედაქალაქში არ უნდა ხდებოდეს, თუმცა როგორც ჩანს გავლენა აქვს მოახლოვებულ თბილისის მერის არჩვენებს. ამ ეტაპზე აღარაფერი შეიცვლება, თუმცა მოსახლეობა მიხდვება თუ რა მნიშვნელობა აქვს მერის პირდაპირი წესით არჩევას'', - განაცხადა თარგამაძემ.
თარგამაძეს უმრავლესობის წევრი ვახტანგ ბალავაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელფასები ადგილობრივი თბილისის ბიუჯეტის ხარჯზე გაიზარდა და შესაბამისად ამაში ცუდი არაფერია.
"სოფლებში ჩვენ ვარიგებთ ვაუჩერებს, თუმცა საინტერესოა მაშინ რატომ არ ითხოვთ რომ დავარიგოთ ვაუჩერები თბილისსშიც. ჩვენთვის მთავარია, მოსახლეობას ადეკვატურად დავეხმაროთ'', - განაცხადა ბალავაძემ.