საქართველოს პრეზიდენტი მარტვილში სტუმრობისას დევნილებსაც შეხვდა.
მიხეილ სააკაშვილმა ის სახლები დაათვალიერა, რომლებიც ხელისუფლებამ ოკუპირებული ტერიტორიებიდან გამოდევნილი მოსახლეობის საცხოვრებლად შეაკეთა.
"აქ იყო ისეთი საშინელი პირობები, რომელშიც ადამიანი ვერ იცხოვრებდა. ჩვენ შენობები შევაკეთეთ და ახლა იძულებით გადაადგილებულ პირებს ნორმალურ პირობებში შეუძლიათ ცხოვრება", - განაცხადა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სამეგრელოს რეგიონში სტუმრობის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილმა მარტვილში გაზიფიკაციის პირველი ნაწილის დასრულება აღნიშნა და ერთ-ერთი მცხოვრების ოჯახში პირველი გაზქურა თავად აანთო.