მდინარე რიონში 58 წლის მამაკაცს ეძებენ.
კარლო მუკბალიანი მდინარეში გუშინ, დაახლოებით 17:00 საათისთვის, წითელი ხიდიდან გადავარდა.
მას მაშველები ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ.
კარლო მუკბალიანი ოჩამჩირიდან დევნილია და ქუთაისში სასტუმრო "თბილისში" ცხოვრობდა.